“ეს მენტალიტეტი უნდა შევინარჩუნოთ“ - საუთგეიტის და ბელინგემის კომენტარები
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში ინგლისის ნაკრებმა ირანი 6:2 გაანადგურა და დამსახურებული სამი ქულა მოიპოვა. მატჩის დასრულების შემდეგ, „სამი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა და სადებიუტო გოლის ავტორმა ჯუდ ბელინგემმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს.
რა თქვა გარეთმა?
„ვფიქრობ, ეს გამარჯვება თავდაჯერებულობას შეგვმატებს. როდესაც თამაშს იგებ ცოტა ხანი მშვიდად ხარ, მაგრამ შემდეგ აანალიზებ, რომ დარჩენილ შეხვედრებში გაცილებით მეტი უნდა გააკეთო. გპირდებით, მომავალ მატჩებში, როგორც მინიმუმ ამ დონეს შევინარჩუნებთ. ეს მენტალიტეტი მთელი ტურნირის განმავლობაში უნდა შევინარჩუნოთ.“
ბელინგემი:
„ვფიქრობ, ირანმა თამაში კარგად დაიწყო. ისინი ძლიერები და სწრაფები იყვნენ. დიდი ხნის განმავლობაში კარგს ვერაფერს ვაკეთებდით. პირველი გოლის შემდეგ, ირანი გაიხსნა და შეცდომები დაუშვა. თავიდან ყველაფერი რთული იყო. მიუხედავად მათი შეცდომებისა, როდესაც თამაში არ მიგდის გოლის გატანის სხვა გზა აუცილებლად უნდა იპოვო. ხანდახან ტაქტიკიდან გადახვევა გიწევს. სიმართლე გითხრათ, ორი გაშვებული გოლით იმედგაცრუებულები ვართ.“
შეგახსენებთ, რომ შემდეგ ტურში ინგლისი ამერიკას შეხვდება. აღნიშნული დაპირისპირება 25 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.
მატჩის ვიდეო მიმოხილვა