შორეული გასროლა - ხვადაგიანის ეფექტური გოლი უკრაინასთან
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე“ რუსლან როტანის გაწვრთნილ უკრაინის 21-წლამდე ნაკრებს უმასპინძლა. ამხანაგური შეხვედრა 1:1 დასრულდა.
ანგარიში 63-ე წუთზე უკრაინელმა ოლექსი კაშჩუკმა გახსნა. საგოლე პასი იჰორ კრასნოპირის ანგარიშზეა.
საპასუხო გოლი 70-ე წუთზე საბა ხვადაგიანმა შეაგდო, თბილისის „დინამოს“ ცენტრალურმა მცველმა შორი მანძილიდან დაბალ კუთხეში ეფექტური გოლი გაიტანა.
საქართველოს ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: კუტალაძე, გელაშვილი, კალანდაძე, ხვადაგიანი, აზაროვი, მაისურაძე (ცოტნე კაპანაძე 74), მექვაბიშვილი, ნიკა ხორხელი (გიორგი კვერნაძე 58), ნიკა გაგნიძე (ოთარ მამაგეიშვილი 74), გულიაშვილი (ფოცხვერია 90+2), გაგუა (ლუკა ხორხელი 90+2)
უკრაინასთან მატჩში რამაზ სვანაძის გუნდს გიორგი წიტაიშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი და ლევან თანდილაშვილი მაღალი ტემპერატურის გამო ვერ დაეხმარნენ.