„გაბრაზებულნი ვართ, ნოიერი იმედგაცრუებულია“ - ბირჰოფმა FIFA-ს უპასუხა
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ დაადასტურა, რომ „სამი ლომის“ კაპიტანი, ჰარი კეინი One Love-ის სამკლავურს ვერ მოირგებს. იგივე განცხადება გაავრცელეს დანიისა და ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა და უცხოური პრესის ცნობით, გადაწყვეტილია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე აღნიშნული სამკლავური არ იქნება. ამ თემაზე გერმანიის ეროვნული ნაკრების მენეჯერმა ოლივერ ბირჰოგმა ისაუბრა:
„მანუელ ნოიერი ძალიან იმედგაცრუებულია, რომ One Love-ის სამკლავურს ვერ გაიკეთებს. ეს ფეხბურთს აღარ ეხება, FIFA-ს გადაწყვეტილება დიდ ბრაზსა და გაღიზიანებას იწვევს, FIFA-ს მხრიდან დიდი ცენზურა იგრძნობა. შესაძლოა, სამკლავურის ტარება აგვიკრძალონ, მაგრამ ჩვენ კვლავ ჩვენი ფასეულობების ერთგულნი ვართ.
არ გვინდა, რომ მანუელ ნოიერი მარტო დავტოვოთ. ეს მისთვის რთული სიტუაციაა, მას სამკლავურის გაკეთება სურდა. მანუელი იმედგაცრუებულია“.
რამდენიმე საათის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ჰარი კეინი One Love სამკლავურის გაკეთებას მაინც აპირებდა, მაგრამ ვითარება შეიცვალა. იწერებოდა, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ნაკრების კაპიტნები მატჩის დაწყებისთანავე ყვითელ ბარათს მიიღებდნენ, მაგრამ ასეთი ზომების მიღება საჭირო აღარაა.