„დეშამის გუნდში არიან მოთამაშეები, რომლებიც ბენზემას არყოფნით ბედნიერები არიან“
ურუგვაელმა ვეტერანმა ფეხბურთელმა დიეგო ლუგანომ SportsCenter-თან საფრანგეთის ნაკრებზე ისაუბრა. მისი თქმით, საფრანგეთის ნაკრებში არიან ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ბენზემას არყოფნით ბედნიერები არიან. 2011 წლის კოპა ამერიკის გამარჯვებულის აზრით, საფრანგეთის ნაკრებში არიან მოთამაშეები, რომლებიც ბენზემას მიმართ კეთილგანწყობილნი არ არიან.
„საფრანგეთის ნაკრებში არიან მოთამაშეები, რომლებიც იმ ფაქტით, რომ ბენზემა მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ითამაშებს, ბედნიერები არიან. ამაში დარწმუნებული ვარ, საფრანგეთის ნაკრების რამდენიმე მოთამაშე ჩემი თანაგუნდელი იყო. ასეთი რამ ურუგვაის, ბრაზილიის ან არგენტინის ნაკრებში არასდროს მოხდებოდა. აღნიშნულ ნაკრებებში ეს შეუძლებელია.
ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, მწვრთნელი როგორი ფორმაციის ნაკრებს ქმნის, როგორ უდგება მოთამაშეებს და რამდენად ზრუნავს თითოეულ მოთამაშეზე“.
დიდიე დეშამმა ქარიმ ბენზემას ტრავმასთან დაკავშირებით ისაუბრა:
„რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის დიდი დარტყმაა. კარიმმა აღდგენისთვის ყველაფერი გააკეთა. ვარჯიშზე მუშაობდა და უვნებელ ეპიზოდში დაშავდა... ახლა მარცხენა ფეხის წინა არეში ტრავმა აქვს, მანამდე კი მარჯვენა ბარძაყის უკანა ნაწილის პრობლემა ჰქონდა. თავიდან ყველაფერი კონტროლის ქვეშ იყო, ის ვარანის მსგავსად გამოჯანმრთელების სხვა ეტაპს გადიოდა. ბენზემა დაშავდა არა აჩქარებისას, არამედ შეჯახებისას.
სამწუხაროდ, ვარჯიშის დროს შეიძლება თქვენ დაშავდეთ. ტრავმისთვის შესაფერისი მომენტი არ არსებობს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. ეს არ არის რეციდივი. სამწუხაროდ მას პრობლემა აქვს“.