მანჩესტერ იუნაიტედი, მეისონ გრინვუდი
Aa
Aa

ისევ გირაოთი გაათავისუფლეს - გრინვუდი სახლში დაბრუნდა

მეისონ გრინვუდის საგა გრძელდება. ინგლისელ ფეხბურთელს სასამართლომ მორიგი გირაო შეუფარდა და მომავალი მოსმენა 2023 წლის 27 ნოემბერს ჩაინიშნა.

21 წლის შემტევს გაუპატიურებაზე, სექსუალურ ძალადობაზე და მკვლელობის მუქარაზე ედავება სასამართლო. მომჩივანი კი მისი ყოფილი შეყვარებული გახლავთ. დღეს, მეისონი სასამართლოში დედასთან და დასთან ერთად მივიდა.

აღსანიშნავია, რომ პროცესი მხოლოდ 10 წუთი გაგრძელდა. გრინვუდი სასამართლოში მომავალი წლის 10 თებერვალს უნდა გამოცხადდეს და კიდევ ერთი გირაოს თანხა შეიტანოს. მთავარი პროცესი კი, როგორც უკვე მოგახსენეთ 27 ნოემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, ბრალდებულმა გირაოს პირობები დაარღვია. გრინვუდი თავის ყოფილ მეგობარ გოგონას დაუკავშირდა, რაც მას ეკრძალებოდა. ამის გამო ის დააპატიმრეს.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარში მომხდართან დაკავშირებით, „წითელმა ეშმაკებმა“ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ კლუბი ყველა სახის ძალადობას გმობს და ფეხბურთელი გუნდის სავარჯიშო პროცესს ჩამოშორდა. „მანჩესტერმა“ მისი მაისური გაყიდვიდან ამოიღო, ხოლო Nike-მა მას კონტრაქტი გაუწყვიტა. FIFA 22-ის მოყვარულები იმასაც შეამჩნევდნენ, რომ იგი ვიდეო თამაშში აღარაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ირანელების ბანერი: “მაგუაერ, შენი დაცვა საშინელებაა“
ირანელების ბანერი: “მაგუაერ, შენი დაცვა საშინელებაა“