ჯანლუიჯი ბუფონი
Aa
Aa

ბუფონი: „მსოფლიო ჩემპიონატზე კამერუნს ვგულშემატკივრობ“

ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა მსოფლიო ჩემპიონატზე, თავის რჩეულზე და სერია A-ზე ისაუბრა. „ჯიჯიმ“ მოულოდნელი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ კატარის მუნდიალზე კამერუნის ნაკრებს ქომაგობს.

„მსოფლიო ჩემპიონატზე კამერუნის ნაკრებს ვგულშემატკივრობ. კამერუნი ჩემთვის ყოველთვის მეორე გუნდი იყო და 1982 წლის შემდეგ ასე გახლდათ. 1990 წელს, კამერუნს მთელი გულით ვქომაგობდი და ნკონო, მილა და ომამ-ბიიკი ჩემი გმირები იყვნენ. 1990 წლის კამერუნის ნაკრების შემადგენლობა ზეპირად ვიცი.

ამ მსოფლიო ჩემპიონატს უცნაური სტარტი ჰქონდა. ემოციური ფონი, რომელიც მუნდიალს ახლავს, დიდი არაა, თუმცა, მოდით, არ დაგვავიწყდეს, რომ ერთი კვირის წინ, საკლუბო მატჩები გვქონდა და ამან თავისი გავლენა იქონია. სერია A-ს რაც შეეხება, ვფიქრობ, იუვენტუსი არის გუნდი, რომელსაც თვალი უნდა ვადევნოთ, თუმცა მგონია, ჩემპიონი ნაპოლი გახდება. სპალეტის ბიჭების თამაშის ხილვა სასიამოვნოა და ლუჩანოს ძლიერი გუნდი ჰყავს“.

შეგახსენებთ, რომ კამერუნის ნაკრები ჯგუფში შვეიცარიასთან, ბრაზილიასთან და სერბეთთან იმყოფება და პირველ შეხვედრას შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სლუცკი: „ხვიჩამ მოუმატა და მიხვდა, რამ შეიძლება, ხელი შეუშალოს“
სლუცკი: „ხვიჩამ მოუმატა და მიხვდა, რამ შეიძლება, ხელი შეუშალოს“