კრიშტიანუ რონალდუ, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„საბედნიეროდ, ნაპოლიში ხვიჩა მოვიდა და არა რონალდუ“ - რას წერს Gazzetta dello Sport

La Gazzetta dello Sport-ის დღევანდელ ნომერში „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზეა საუბარი. ცნობილი იტალიური გამოცემა „კვარას“ კრიშტიანუ რონალდუს ადარებს და აცხადებს, რომ „პარტენოპეის“ გაუმართლა, ხვიჩა რომ შეიძინა და არა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი.

„ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ნაპოლის გარშემო გავრცელებულ ჭორებზე რომ დავფიქრდეთ, გაგვეღიმება. დიახ, მაშინ აგენტს, ჟორჟე მენდეშს კრიშტიანუ რონალდუს ნაპოლიში გადაყვანა სურდა, ხოლო ვიქტორ ოსიმენი 100 მილიონად მანჩესტერში უნდა გადასულიყო.

ლუჩანო სპალეტის საბედნიეროდ, ეს ოპერაცია იდეის დონეზე დარჩა. საბედნიეროდ იმიტომ, რომ სტატისტიკის მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელია ბევრად უკეთ მოქმედებს, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუ - ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის ქართველის შთაგონების წყარო იყო“, - წერს იტალიური გამოცემა.

ცნობისთვის, ახლა „ნაპოლი“ მუნდიალის პაუზაზეა გასული და სერია A-ში მომდევნო შეხვედრას 2023 წლის 4 იანვარს, სტუმრად „ინტერთან“ გამართავს. თუმცა, მანამდე ლუჩიანო სპალეტის გუნდი სეზონის განახლებისთვის თურქეთში მოემზადება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლოკომოტივია, რომელიც როცა მოძრაობას იწყებს, შეუჩერებელია“ - საბატინი ხვიჩაზე
„ლოკომოტივია, რომელიც როცა მოძრაობას იწყებს, შეუჩერებელია“ - საბატინი ხვიჩაზე