ლევან გორგაძე
Aa
Aa

მორიგი მარცხი - ტოჩინოშინმა საქმე გაირთულა

ქართველმა სუმოტორმა, ლევან გორგაძემ ზედიზედ მესამე მარცხი იწვნია. წლის დასკვნითი ბაშოს მე-9 დღეს, ტოჩინოშინი მე-6 მაეგაშირას, ნიშიკიგის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. სამწუხაროდ, „ტოჩიმ“ მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა და ტაჩიაის შემდეგ, მოპოვებული უპირატესობა ნიშიკიგიმ მშვენივრად გამოიყენა.

ამრიგად, გორგაძის ანგარიშზე 3 მოგება და 6 წაგებაა. ლევანს ურთულესი მისია აქვს და დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად მომდევნო 6 ბრძოლიდან 5-ის მოგება ესაჭიროება. თუ ტოჩინოშინმა მიზანს ვერ მიაღწია, იგი რეიტინგში დაქვეითებას ვერ გადაურჩება.

ტურნირის მე-10 დღეს, ქართველი სეკიტორი დოჰიოზე ტერუცუიოშის წინააღმდეგ გავა. ეს უკანასკნელი მე-16 მაეგაშირაა და მიმდინარე ბაშოზე საშინლად ასპარეზობს. ტერუცუიოშიმ 9-დან 9 შეხვედრა დათმო და ტოჩინოშინს კარიერაში მე-11-ედ შეხვდება. ლევანს მასთან უარყოფითი ბალანსი აქვს - 4 მოგება, 6 წაგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები