ხვიჩა კვარაცხელია, ლეონიდ სლუცკი
Aa
Aa

სლუცკი: „ხვიჩამ მოუმატა და მიხვდა, რამ შეიძლება, ხელი შეუშალოს“

„რუბინის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. „კვარას“ ყოფილმა თავკაცმა განაცხადა, რომ ქართველ ფეხბურთელს მომატებული აქვს და მან გაანალიზა, რამ შეიძლება, თავისი პოტენციალის გამოვლენაში ხელი შეუშალოს.

„ხვიჩა ჰიპერ-პროფესიონალი გახდა. მან ინდივიდუალური ფიზიოთერაპევტი დაიქირავა, რომელიც რუბინში მუშაობდა და მიხვდა, კონკრეტულად რამ შეიძლება, რომ ხელი შეუშალოს. ვიცოდი, რომ კვარასთან მიმართებით, ყველაფერი სტარტზე იქნებოდა დამოკიდებული. იგი ემოციური ადამიანია და თუ შეძლებდა და გაიხსნებოდა, მაშინ ეს ნამდვილი გასროლა იქნებოდა.

ვხვდებოდი, რომ საწყის შეხვედრებში დაცვაში კარგად ვერ გაირჯებოდა. როგორც კი ნაპოლის უპირატესობა კომფორტული ხდებოდა, ლუჩანო სპალეტის ხვიჩა მოედნიდან გაჰყავდა, რადგან ანგარიშის შენარჩუნება ხდებოდა საჭირო. თუმცა, თითოეულ მატჩთან ერთად, ხვიჩას დაცვითი შესაძლებლობები გაუმჯობესდა, მეტი სივრცე მოიცვა და თავდაჯერებულობაც მოიმატა. ახლა იგი ყველა მომენტში სითავხედეს იჩენს, რა თქმა უნდა, ამ სიტყვის კარგი გაგებით“.

ცნობისთვის, ახლა „ნაპოლი“ მუნდიალის პაუზაზეა გასული და სერია A-ში მომდევნო შეხვედრას 2023 წლის 4 იანვარს, სტუმრად „ინტერთან“ გამართავს. თუმცა, მანამდე ლუჩიანო სპალეტის გუნდი სეზონის განახლებისთვის თურქეთში მოემზადება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები