ხვიჩა კვარაცხელია, ვალტერ საბატინი
Aa
Aa

„ლოკომოტივია, რომელიც როცა მოძრაობას იწყებს, შეუჩერებელია“ - საბატინი ხვიჩაზე

„რომასა“ და „სალერნიტანას“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ვალტერ საბატინიმ „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. საბატინიმ განაცხადა, რომ „კვარა“ ნამდვილი აღმოჩენაა და იგი ძალითა და ტექნიკით გამოირჩევა.

„არ ველოდი, ხვიჩა კვარაცხელია ასეთი ძლიერი თუ იქნებოდა და ეს ჩემში შურს იწვევს, რადგან ის ნამდვილი აღმოჩენაა. კვარაცხელია ლოკომოტივია. როცა ის მოძრაობას იწყებს, შეუჩერებელია, თუმცა ძალასთან ერთად, შესანიშნავი ტექნიკაც აქვს. ნაპოლიმ ყველაფერი იდეალურად გააკეთა. დაწყებული სპორტული დირექტორით, დამთავრებული ლუჩანო სპალეტით“.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ქართველმა ფეხბურთელმა დიდი აღიარება მოიპოვა. საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ჟურნალმა, FourFourTwo-მ 2022 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა და „კვარა“ 37-ე პოზიციას იკავებს. ხვიჩა ისეთ ფეხბურთელებს უსწრებს, როგორებიც კრიშტიანუ რონალდუ, ლაუტარო მარტინესი, მარკო ვერატი, კაზემირო, სერჟ გნაბრი, გაბრიელ ჟეზუში, ლეროი სანე, რაჰიმ სტერლინგი, დუშან ვლაჰოვიჩი, რიშარლისონი, მეისონ მაუნტი, ლეონ გორეცკა და სხვები არიან.

ცნობისთვის, ახლა „ნაპოლი“ მუნდიალის პაუზაზეა გასული და სერია A-ში მომდევნო შეხვედრას 2023 წლის 4 იანვარს, სტუმრად „ინტერთან“ გამართავს. თუმცა, მანამდე ლუჩიანო სპალეტის გუნდი სეზონის განახლებისთვის თურქეთში მოემზადება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
6 საათი წყლისა და საჭმლის გარეშე - სტადიონის მომსახურე პერსონალს საშინლად მოექცნენ
6 საათი წყლისა და საჭმლის გარეშე - სტადიონის მომსახურე პერსონალს საშინლად მოექცნენ