„დროა საქართველომ 6 ერში შესვლის შანსი მიიღოს” – Daily Mail-ი ბორჯღალოსნებზე
Aa
Aa

„დროა საქართველომ 6 ერში შესვლის შანსი მიიღოს” – Daily Mail-ი ბორჯღალოსნებზე

19 ნოემბერს, საქართველოს რაგბის ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება იზეიმა და უელსი დაამარცხა. „ბორჯღალოსნებმა“ 13:12 მოიგეს და მათ ტრიუმფს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „დრაკონების“ მარცხზე ბევრმა ცნობილმა გამოცემამ დაწერა და ერთ-ერთი მათგანი ავტორიტეტული Daily Mail-ი გახლდათ, რომელმაც რაგბის მმართველებს მოუწოდა, „ბორჯღალოსნებს“ 6 ერში მოხვედრის შანსი მისცენ.

„საქართველოსთან განცდილი მარცხი უელსის ნაკრების უახლესი ისტორიის ყველაზე შავი დღე იყო. უეინ პივაკის გუნდმა წლეულს იტალიასთან და საქართველოსთან წააგო და ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ მოთამაშეებს მთავარი მწვრთნელის რწმენა დაკარგული აქვთ.

გულახდილები ვიყოთ და ვთქვათ, რომ უელსი ასეთ დაბალ დონეზე არ უნდა ეშვებოდეს და არავინ იცის, აქედან დრაკონები საით წავლენ. აი, საქართველოს რაც შეეხება, ბორჯღალოსნების გზა აშკარაა. მათ უელსი კარდიფში დაამარცხეს, იტალიას კი საკუთარ კედლებში მოუგეს. ეს კიდევ ერთი დასტური იყო იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა 6 ერში შესვლის შანსი უნდა მიიღოს და ეს პლეიოფის დანერგვით უნდა მოხდეს. ქართველთა გამარჯვება კომფორტულად მყოფი რაგბის მმართველების წინააღმდეგ მიმართული დიდებული ქმედება გახლდათ და მატჩის ბოლოსკენ, ექვსი ერის მმართველი საბჭოს წევრები ალბათ კანკალებდნენ“, - წერს ბრიტანული გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, „ბორჯღალოსნების“ წარმატებას ცნობილი გამოცემა, Rugbypass-იც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველომ რაგბის სამყარო შოკში ჩააგდო.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიფამ ინგლისს ცისარტყელას ფერი სამკლავურებით თამაში აუკრძალა
ფიფამ ინგლისს ცისარტყელას ფერი სამკლავურებით თამაში აუკრძალა