სადიო მანე, ლუი ვან გაალი, ნიდერლანდების საფეხბურთო ნაკრები, სენეგალის ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

ვან გაალი მატჩის წინ: მანეს ფანი ვარ, სენეგალს ის ძალიან დააკლდება

კატარში მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად დაიწყო. ტურნირის გახსნით მატჩში მასპინძელი კატარი ეკვადორს შეხვდა და უშანსოდ, 0:2 დამარცხდა. ორივე გოლი ვალენსიას ანგარიშზეა.

A ჯგუფის მეორე შეხვედრა 21 ნოემბერს გაიმართება და ერთმანეთს სენეგალისა და ნიდერლანდების ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

მატჩამდე 1 დღით ადრე ნიდერლანდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა პრესკონფერენცია გამართა და სენეგალის ნაკრებზე ისაუბრა.

რა თქვა ვან გაალმა:

სენეგალი აფრიკის ჩემპიონია და ჩვენთვის ადვილი მატჩი არ იქნება. მართალია, მათ სადიო მანე არ ეყოლებათ, მაგრამ ჩვენ მემფის დეპაი დაგვაკლდება.

მე მანეს ფანი ვარ. როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ ვწვრთნიდი, მის ყიდვას ვცდილობდი. სენეგალს ის ძალიან დააკლდება, მაგრამ ჩვენც არ გვეყოლება ყველაზე მეტი გოლისა და საგოლე გადაცემის შემოქმედი.

უკვე გადაწყვეტილი მაქვს სასტარტო შემადგენლობა. ეს რთული არ ყოფილა. რაც შეეხება მიზნებს, 2014 წელს ტურნირი მესამე ადგილზე დავასრულეთ და მაშინ უფრო სუსტი შემადგენლობა გვყავდა. მჯერა, რომ ნიდერლანდებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდებისა და სენეგალის ნაკრებების შეხვედრა 21 ნოემბერს, საქართველოს დროით 20:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფიფამ ინგლისს ცისარტყელას ფერი სამკლავურებით თამაში აუკრძალა
ფიფამ ინგლისს ცისარტყელას ფერი სამკლავურებით თამაში აუკრძალა