კატარი 2022
Aa
Aa

მუნდიალი დაიწყო - გახსნით მატჩში ეკვადორმა კატარს მოუგო

კატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა და პირველ შეხვედრაში მასპინძელთა ნაკრები ეკვადორთან 0:2 დამარცხდა.

შეხვედრა აქტიურად, აგრესიულად და მაღალ ტემპში დაიწყო, თუმცა მალევე ნათელი გახდა, რომ სამხრეთ ამერიკელებს კლასში აშკარა უპირატესობა ჰქონდათ, რაც მალე გოლებშიც ასახეს.

ჯერ იყო ენერ ვალენსიას ზუსტი თავური, რომელიც ვიდეო რეფერიმ გააუქმა, მაგრამ მალევე მე-16 წუთზე „ფენერბახჩეს“ ფორვარდმა თერთმეტმეტრიანიდან ზუსტად დაარტყა - 1:0.

ეკვადორმა მოპოვებული უპირატესობა არ დათმო და 31-ე წუთზე კატარს მეორეც გაუტანა. ამჯერადაც ვალენსია და მისი ზუსტი თავური - 2:0.

მაპსინძლებს ერთი გოლის გატანის შანსი ჰქონდათ, თუმცა კლასი არ ეყოთ და ნახევრადმომენტების საგოლე მომენტებად ქცევა ვერ შეძლეს. კარისკენ 5-ჯერ დაარტყეს, თუმცა ზუსტად არც ერთხელ.

ამრიგად, A ჯგუფში გუსტავო ალფაროს გუნდი გალიდერდა. ხვალ ნიდერლანდები მანეს გარეშე დარჩენილ სენეგალს დაუპირისპირდება. მასპინძელი კატარი ჯერჯერობით აშკარა აუტსაიდერად მოჩანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნევეში: “კრიშტიანუ საოცარ ფორმაშია“
ნევეში: “კრიშტიანუ საოცარ ფორმაშია“