ანორთოსისი, დუდა სანაძე
Aa
Aa

სანაძის სუპერ-დებიუტი - 27 ქულა და MVP-ის წოდება პირველივე მატჩში!

დუდა სანაძის ბენეფისი პირველივე კვიპროსულ მატჩში. საქართველოს ეროვნული ნაკრების სნაიპერმა „ანორთოსისში“ დებიუტი 27 ქულით, მატჩის MVP-ის ტიტულით და რაც მთავარია, პრინციპული გამარჯვებით აღნიშნა. დუდა სანაძემ ახალ გუნდში პირველივე მატჩი სასტარტო ხუთეულში ითამაშა და თავის გუნდს დაძაბულ ბრძოლაში 67:65 მოაგებინა.

ფამაგუსტელთა მეტოქე აუტსაიდერი „ომონია“ გახლდათ, თუმცა ნიქოზიელებმა „ანორთოსისს“ დიდი ბრძოლა გაუმართეს. გამარჯვებული ბოლო წამებზე გამოვლინდა და სანაძის გუნდის გასახარად, ფამაგუსტელთა 2-ქულიანი გამარჯვებით დასრულდა.

დუდამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 33:32 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველმა მსროლელმა 6-დან 6-ვე ორქულიანი ჩააგდო, 9-დან 4 სამიანი მიითვალა და 4 ცდიდან მეტოქის ფარში 3 საჯარიმო მოათავსა. 27 ქულასთან ერთად დუდამ 2 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა „ანორთოსისში“ ყველაზე მეტი, 24 შეადგინა.

2 მოგებითა და 3 მარცხით ანორთოსისი კვიპროსის 11-გუნდიან სუპერლიგაში მე-6 ადგილზეა. შემდეგ მატჩს სანაძის გუნდი ჩემპიონატის ლიდერ „სტროვოლოსთან“ 26 ნოემბერს სტუმრად გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინის 19 ქულა - ტენერიფემ ვალენსიას მოუგო
შერმადინის 19 ქულა - ტენერიფემ ვალენსიას მოუგო