ირმა ხეცურიანი, გვანცა ზადიშვილი, ნინა თიბილაშვილი, ეტლით ფარიკაობა
Aa
Aa

მესამე ადგილი გუნდურ შეჯიბრში - ეტლით მოფარიკავეების წარმატება მსოფლიო თასზე

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა უნგრეთის მსოფლიო თასის გათამაშება წარმატებით დაასრულა.

ქართველმა მოფარიკავეებმა გუნდურ შეჯიბრში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში იტალიის ნაკრები 45:32 დაამარცხეს და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იყვნენ, მთავარი მწვრთნელი კი მალხაზ მესხი.

აქვე გეტყვით, რომ ინდივიდუალურ ჩათვლაში მსოფლიო თასის გამარჯვებული ნინა თიბილაშვილი გახდა, რომელმაც ფინალში უკრაინელი ევგენია ბრეუსი მინიმალური სხვაობით, 15:14 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წარმატებული გამოსვლა: ბაზაძის ოქრო მსოფლიო თასზე
წარმატებული გამოსვლა: ბაზაძის ოქრო მსოფლიო თასზე