კრიშტიანუ რონალდუ, ნეიმარი, არსენ ვენგერი, კატარი 2022
Aa
Aa

ვენგერი: მათთვის ბოლო შანსია - ახლა ან არასდროს

არსენ ვენგერმა 2022 წლის მუნდიალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რამდენიმე მეგავარსკვლავისთვის ეს კარიერაში ბოლო შანსი იქნება.

„ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატი ბოლო შანსია დიდი ფეხბურთელებისთვის, რომლებმაც თავიანთი ნიჭი ბოლო 10-15 წლის განმავლობაში გვაჩვენეს. ისინი ტურნირზე გამოვლენ ფიქრით: „ახლა ან არასდროს“.

სასიამოვნოა ამის ყურება, რადგან მესი, რონალდუ, ნეიმარი და ბენზემა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის არიან. ლევანდოვსკიც. ისინი ყველანი იფიქრებენ: „ეს ჩემი შანსია".

ჩვენს სპორტს გაუმართლა, რადგან ის ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული. მიუხედავად მზარდი ინტენსივობისა, მატჩის ბოლოს უყურებთ ვინ შექმნა განსხვავება, ვინ მოიტანა გამარჯვება და ესენი როგორც წესი არიან მოედნის კარგი ხედვის მქონე მოთამაშეები, იმ ტექნიკით, რომელიც მათ ამ ხედვის რეალიზების საშუალებას აძლევს.

თუ მეცნიერებას არასწორად იყენებენ, ეს შეიძლება საზიანო იყოს. მოთამაშეები გახდებიან ამ მონაცემებზე ზედმეტად დამოკიდებული და თავისუფალ თამაშს შეწყვეტენ. ამიტომ, მეცნიერება სწორად უნდა იქნას გამოყენებული, მან უნდა წაახალისოს გაბედული გადაწყვეტილებების მიღება. თუ ეს არ მოხდება, მაშინ ეს თამაშის ხარისხს დააზარალებს“,

- განაცხადა არსენ ვენგერმა Daily Mail-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ბენზემას ტრავმა ოფიციალურად დადასტურდა და ფრანგი მუნდიალს გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ევროპელებმა ბოდიში უნდა მოიხადონ იმისთვის, რასაც 3000 წელი აკეთებდნენ“
“ევროპელებმა ბოდიში უნდა მოიხადონ იმისთვის, რასაც 3000 წელი აკეთებდნენ“