მსოფლიო ჩემპიონატი, კრიშტიანუ რონალდუ, მანჩესტერ იუნაიტედი, რუბენ ნევეში, პორტუგალია
Aa
Aa

ნევეში: “კრიშტიანუ საოცარ ფორმაშია“

მიმდინარე სეზონში, კრიშტიანუ რონალდუს ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ისეთ დონეზე ვეღარ თამაშობს, როგორც ადრე. ამას ისიც ემატება, რომ 5 ოქროს ბურთის მფლობელი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობას დაუპირისპირდა და დიდი ალბათობით იანვარში გუნდს დატოვებს.

ამ მომენტისთვის, რონალდუ კატარში იმყოფება და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. სპორტულ მედიაში არის საუბარი, რომ ლეგენდარული პორტუგალიელი ცუდ ფორმაში იმყოფება. კრიტიკოსებს კი პასუხი რუბენ ნევეშმა გასცა.

ნევეში:

„როგორც ვარჯიშზე ვნახე, ის საოცარ ფორმაშია. ჩვენთვის ის პრობლემას არ წარმოადგენს და არაფერზე გვაწუხებს. ჩვენ, როგორც გუნდმა, მშვენივრად ვიცით, რაზე უნდა ვიმუშაოთ, რომ თითოეული ფეხბურთელი გამორჩეული იყოს. თუ ყველა ისეთ ფორმაში ვიქნებით, როგორშიც კრიშტიანუა, მაშინ ყველაფერს შევძლებთ.“

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები კატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში ურუგვაისთან, სამხრეთ კორეასთან და განასთან ერთად მოხვდა. პირველ მატჩს სანტუშის შეგირდები 24 ნოემბერს განის წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხალხს დაავიწყდა, რასაც კრიშტიანუმ მიაღწია“ - კასილასი რონალდუზე
„ხალხს დაავიწყდა, რასაც კრიშტიანუმ მიაღწია“ - კასილასი რონალდუზე