კრიშტიანუ რონალდუ, იკერ კასილასი
Aa
Aa

„ხალხს დაავიწყდა, რასაც კრიშტიანუმ მიაღწია“ - კასილასი რონალდუზე

იკერ კასილასმა MARCA-სთან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა. მათ შორისაა ყატარის მუნდიალი და კრიშტიანუ რონალდუ. კითხვაზე თუ ვინ გახდება მუნდიალის ბომბარდირი, იკერი ასე პასუხობს:

„ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია. ბენზემას დავასახელებდი, თუმცა მან ტრავმა მიიღო. ნეიმარს შეუძლია ბომბარდირი გახდეს. შესაძლოა, ბომბარდირი მესი გახდეს, ან რონალდუ. „მან. იუნაიტედში“ მომხდარი ამბების გამო ხალხს მისი არ სჯერა, მაგრამ როდესაც ხალხი მასზე საუბრობს, მათ ავიწყდებათ, რასაც რონალდუმ მიაღწია. მას ახსოვს და იცის, რასაც მიაღწია. კრიშტიანუს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ უმაღლეს დონეზე ითამაშოს“.

შეგახსენებთ, 2009-15 წლებში იკერ კასილასი და კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის „რეალში“ თანაგუნდელები იყვნენ.

შეგახსენებთ, ნიკოლო შირას ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუმ ორი სარფიანი წინადადება მიიღო, მას MLS-ის გუნდი იწვევს. ასევე, კარიერის გაგრძელების შანსი საუდის არაბეთში აქვს, თუმცა 37 წლის პორტუგალიელს ევროპაში თამაში სურს. კერძოდ, მისი სურვილია ჩემპიონთა ლიგაში მონაწილე გუნდს დაუკავშიროს მომავალი. რონალდუს „ოლდ ტრაფორდიდან“ წასვლა თითქმის გადაწყვეტილია და ახალ წელს მას ახალ გუნდში ვიხილავთ. სავარაუდოდ, მხარეები კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გადაწყდა - ლუკაკუ მუნდიალზე მინიმუმ 2 მატჩს გამოტოვებს
გადაწყდა - ლუკაკუ მუნდიალზე მინიმუმ 2 მატჩს გამოტოვებს