ერიქსენი: “ჩვენი კაპიტანი One Love სამკლავურს გაიკეთებს“
არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ კატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე LGBTQ+ საზოგადოება შევიწროვებას განიცდის. ბევრი სპორტსმენი მათ მხარს არ უჭერს, მაგრამ ნაწილი სხვა აზრზეა.
მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ჰუგო ლორისმა განაცხადა, რომ ის პატივს სცემს კატარში არსებულ წესებს და “One Love” კაპიტნის სამკლავურს არ გაიკეთებს. სულ სხვა აზრზეა მანუელ ნოიერი, რომელმაც არატრადიციული სქესის მქონე ადამიანებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
დღეს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი დანიის ნაკრების ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა გააკეთა.
ერიქსენი:
„ვიცი, რომ ჩვენს კაპიტანს სიმონ კიაერს “One Love” კაპიტნის სამკლავური ექნება გაკეთებული. არ ვიცი რა შედეგები მოჰყვება ამას, ერთად დაველოდოთ.“
როგორც ჩანს, ამის წინააღმდეგი არც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველია. LGBTQ+ საზოგადოებას, როგორც უკვე მოგახსენეთ მხარს ნოიერიც უჭერს, რომელმაც ინტერვიუში განაცხადა:
"ყველამ უნდა დააფიქსიროს საკუთარი აზრი შიშის გარეშე. მსოფლიო ჩემპიონატი ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და ეს ყველა ფეხბურთელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ვფიქრობ, რომ ყატარში ყოფნის პერიოდში ყველაფერი პირველ რიგში სპორტს უნდა უკავშირდებოდეს, მსოფლიო ჩემპიონატს. თუმცა, არ მგონია, რომ ფეხბურთელები კატარში ყოფნის დროს გაჩუმდნენ. აქ მთავარია, რომ ყველა მოთამაშეს საკუთარი პოზიცია გააჩნია და ინტერვიუების დროს ამ პოზიციას აუცილებლად გამოხატავენ. მთავარია, ამის არ გვეშინოდეს."