ბორჯღალოსნები
Aa
Aa

„უელსელები შოკირებულნი იყვნენ“ - ტყემალაძე ბრწყინვალე გამარჯვებაზე

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ გადაცემაში „სპორტი იმედზე“ „ბორჯღალოსნების“ უელსთან გამარჯვებაზე ისაუბრაა:

„საზოგადოება შოკირებული იყო. იცით, უელსელები რა კულტურის ხალხია, თავიდან მძიმედ მიიღეს, გაიაზრეს რეალობა, ამოცანები თავის თავსაც დაუსახეს და ნახეთ რა გამოხმაურება მოჰყვა. „გარდიანი“, „ბიბისი“... თუ რამე სარაგბო ან არასარაგბო გამოცემაა, ყველა ჩვენზე წერდა.

მინდა გითხრათ, რომ ეს ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებას მთლიანად შეცვლის. შეუძლებელია, სპორტი ვითარდებოდეს ეკონომიკის გარეშე. შეუძლებელია, ესეთ შედეგს აღწევდე, თუ ადამიანების აზროვნება იმავე სიმაღლეზე არაა. ამით, საკუთარ თავსაც, რაგბის კავშირის ჩვენს გუნდსაც შევაქებ. ამას მხოლოდ საკუთარ თავზე ვერ მივიწერ, ეს წარმატებაა რაგბის კავშირის წინა ხელმძღვანელების დამსახურებაცაა.

შემდეგ კვირაში ლონდონში შეხვედრები გვაქვს ინგლისის რაგბის მმართველი ორგანოს პრეზიდენტთან, მსოფლიო რაგბის პრეზიდენტთან და ექვსი ერის მფლობელებთან“.

შეგახსენებთ, მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-7 ადგილზე მყოფი უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები კარდიფში საქართველოსთან 12:13 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ამ ანგარიშით გასულ ზაფხულში უელსმა სამხრეთ აფრიკა დაამარცხა, მიმდინარე თვეში კი უელსმა „მილენიუმზე“ არგენტინას 20:13 სძლია. ასე რომ, „ბორჯღალოსნებმა“ ძალიან მაღალი დონის ნაკრები დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრებისთვის უელსთან ტესტ-მატჩი მიმდინარე წელს ბოლო შეხვედრა იყო.

ლევან მაისაშვილის გუნდმა მიმდინარე წელს ექვსი ერის ორი ნაკრები დაამარცხა, გასული ზაფხულის 10 ივლისს საქართველოს ნაკრებმა ბათუმში იტალიას 28:19 სძლია, ახლა კი უელსს სტუმრად აჯობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დიდებული გამარჯვება - საქართველომ უელსი კარდიფში დაამარცხა
დიდებული გამარჯვება - საქართველომ უელსი კარდიფში დაამარცხა