ლეონარდო ბონუჩი
Aa
Aa

“გოგონას ავტობუსში ამოსვლის უფლება არ ჰქონდა“ - ბონუჩიმ განმარტება გააკეთა

გუშინ, სპორტულ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელმაც გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია. იტალიის ნაკრების პატარა გულშემატკივარი გოგონა „სკუადრა აძურას“ ავტობუსში ფეხბურთელების სანახავად ავიდა და ლეონარდო ბონუჩიმ ის გააგდო.

ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ, ვეტერანი ცენტრალური მცველის მიმართ უდიდესი კრიტიკა დაიწყო. ამ ყველაფერს კი ლეონარდომ უპასუხა.

რა თქვა ბონუჩიმ?

„როგორც კაპიტანმა, მსურს გარკვეულ ბრალდებებს ვუპასუხო. აღნიშნულ გულშემატკივარს არაერთხელ განუცხადეს, რომ ჩვენთან ამოსვლა არ შეიძლებოდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ნება მწვრთნელმა დართო, მაგრამ ეს ასე არ არის. მას არაერთხელ განუმარტეს, რომ ავტობუსში ამოსვლა არ შეიძლებოდა. მეტიც, მან თითქმის ყველა ფეხბურთელთან გადაიღო სურათი და ამის საჭიროება აღარ იყო.

წესების უგულებელყოფით, ის მაინც ამოვიდა და დაიწყო გადაღება, თუ რა ხდებოდა ჩვენთან. გუნდის ავტობუსი გასახდელს ჰგავს, ადგილი, სადაც უცხო პირებთან წვდომა აბსოლუტურად აკრძალულია. ჩვენც ადამიანები ვართ და გვაქვს უფლება, რომ პირადი სივრცე გვქონდეს. ეს ეხება წესების პატივისცემას, ავტორიტეტს და ადამიანურ მიდგომას.

არ მაწუხებს, თუ ვინმე ცუდ ადამიანად ჩამთვლის, მაგრამ წინააღმდეგი ვარ მომექცნენ, ისე თითქოს მე ვინმე დაუმსახურებლად გავაძევე ავტობუსიდან.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - ბენზემა მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
ოფიციალურად - ბენზემა მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს