ორმაგი დუბლი - მამუკელაშვილის მაგარი თამაში G ლიგაში
NBA-ს განვითარების ლიგაში „იუვა ვულვზმა“ „ვისკონსინ ჰერდი“ 118-102 დაამარცხა. სანდრო მამუკელაშვილის გუნდმა მიმდინარე სეზონში მერვე შეხვედრა გამართა: 4 გამარჯვება, 4 მარცხი.
„ვისკონსინ ჰერდის“ სასტარტო ხუთეულში მამუკელაშვილს არ უთამაშია, პარკეტზე თამაშის მიმდინარეობისას გამოვიდა, მის აქტივში ორმაგი დუბლია, 34 წუთში 18 ქულა ჩააგდო, 10 მოხსნა და 5 პასი შეასრულა. მან 11-დან 6 ორქულიანი, 7-დან 1 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
თანაგუნდელთა შორის საუკეთესო ეი ჯეი გრინი იყო, მამუკელაშვილს მხოლოდ მან აჯობა.
„ვისკონსინ ჰერდი“ შემდეგ შეხვედრას სტუმრად „იოვა ვულვზისთან“ ჩაატარებს. მატჩი 21 ნოემბერს, 01:00 საათზე დაიწყება.