ოფიციალურად - ბენზემა მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს
გუშინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარიმ ბენზემამ გუნდთან ერთად განაახლა ვარჯიში და ისევ დაზიანება მიიღო. ფრანგული მედიის ცნობით, „რეალის“ თავდამსხმელს ავსტრალიასთან მატჩი უნდა გამოეტოვებინა, თუმცა ოფიციალურად დადასტურდა, რომ 34 წლის შემტევი კატარში გასამართ მუნდიალს გამოტოვებს.
Touché au quadriceps de la cuisse gauche, Karim @Benzema est contraint de renoncer à participer au Mondial.
— Equipe de France ⭐⭐ (@equipedefrance) November 19, 2022
Toute l’équipe partage la tristesse de Karim et lui souhaite un prompt rétablissement ????#FiersdetreBleus pic.twitter.com/cxXFBpgFx8
კარიმს ბოლო 1 თვის განმავლობაში ბარძაყის კუნთის ტრავმა აწუხებდა, რის გამოც „რეალის“ ბოლო დროინდელი დაპირისპირებები გამოტოვა. აღსანიშნავია, რომ ვეტერანი ფრანგი კატარში დაზიანებით გაემგზავრა და სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით სპეციალური პროგრამით ვარჯიშობდა. გუნდს კი გუშინ შეუერთდა, რამაც საბოლოოდ დაადასტურა, რომ მას მუნდიალზე თამაში არ შეუძლია.
„ეს მომენტი ყველასთვის უსიამოვნოა და ძალიან ვწუხვარ. ბენზემასთვის მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. არ გაგვიმართლა, მაგრამ შექმნილი ვითარების მიუხედავად, მზად ვართ ვუპასუხოთ ისეთ გამოწვევას, როგორიც მსოფლიო ჩემპიონატია“
- განაცხადა დეშამმა
„ცხოვრებაში არასდროს ვნებდები, მაგრამ ახლა გუნდზე უნდა ვიფიქრო. ამიტომ, მიზეზი მეუბნება, რომ ადგილი სხვას უნდა დავუთმო. იმას ვისაც შეუძლია გუნდის დახმარება კარგი მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებაში. გმადლობ ყველას მხარდაჭერისთვის“
- თქვა კარიმმა
L’EQUIPE-ს ცნობით, „რეალის“ თავდამსხმელის მაგივრად დიდიე დეშამმა შესაძლოა მუსა დიაბი, ბენ იედერი ან ენტონი მარსიალი წაიყვანოს. ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება.