ბორენა ცერცვაძე, ამინა ზიდანი
Aa
Aa

კრივი: საფრანგეთში ბორენა ცერცვაძე ამინა ზიდანთან დამარცხდა

დღეს, საფრანგეთის ქალაქ კანში FIGHT CARD-ზე კრივის ჩემპიონატი გაიმართა, სადაც მონაწილეობა ქართველმა მებრძოლმა ბორენა ცერცვაძემაც მიიღო. აღსანიშნავია, რომ ბორენას საკმაოდ გამოცდილი მეტოქე ამინა ზიდანი დაუპირისპირდა, რომელსაც კარიერაში 30 ბრძოლა აქვს გამართული, საიდანაც 12-ჯერ გაიმარჯვა.

ცერცვაძის და ზიდანის დაპირისპირება დიდ ხანს არ გაგრძელდა. ფრანგმა მებრძოლმა მეორე რაუნდში შეძლო გამარჯვების მოპოვება, თუმცა ბორენამ CrystalSport-თან საუბრისას განაცხადა, რომ საფრანგეთში უბრალოდ სარეიტინგო ქულების მოსაპოვებლად გაემგზავრა და იქ სულ სხვა სიტუაცია დახვდა.

მაქსიმალური წონა 57კგ უნდა ყოფილიყო. როგორც აღმოჩნდა, ამინამ წონა 58კგ-ზე და 700 გრამზე ჩააბარა, რაც არასამართლიანია. ბორენა ასეთ ძლიერ და გამოცდილ მეტოქესთან დაპირისპირებას არ ელოდება, თუმცა ეს მისთვის სამომავლოდ უდიდესი გამოცდილება იქნება.

საინტერესო ის გახლავთ, რომ აღნიშნულ დაპირისპირებაზე ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა L’EQUIEP-მაც დაწერა და მკითხველს ბორენასა და ამინას ბრძოლის შედეგის შესახებ მოუყვა.

გახურება ბრძოლის წინ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები