ბარსელონა, მანჩესტერ იუნაიტედი, მემფის დეპაი
Aa
Aa

დაბრუნება? - დეპაის მანჩსტერ იუნაიტედი დაუკავშირდა

ჩავი ერნანდესს და „ბარსელონას“, რომ მეფის დეპაი აღარ სჭირდება ეს ახალი არავისთვის არის. ნიდერლანდელი შემტევი დიდი ხანია „ბლაუგრანას“ ძირითადი შემადგენლობის წევრად აღარ განიხილება. მეტიც, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მისი გაყიდვაც სურდათ, მაგრამ რეალური მსურველი არ გამოჩნდა.

ბოლო დროინდელი ინფორმაციით, დეპაის გადაბირებით „არსენალი“ და „ჩელსი“ ინტერესდებიან. დღეს კი ავტორიტეტული ესპანური გამოცემა SPORT „მანჩესტერ იუნაიტედზე“ წერს.

წყაროს ცნობით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ კრიშტიანუ რონალდუ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს „წითელ ეშმაკებს“ დატოვებს და გუნდს მისი შემცვლელი სჭირდება.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ნიდერლანდელ ფეხბურთელს დაბალ ფასიან ვარიანტად განიხილავს, რადგან მას კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება. ტრანსფერს რეალურს ისიც ხდის, რომ ბარსას ფინანსური პრობლემები აქვს და ახლა მათთვის ნებისმიერი ტრანსფერიდან შემოსული თანხა მნიშვნელოვანია.

SPORT იმასაც წერს, რომ მემფისის წარმომადგენლებმა „იუანიტედის“ ხელმძღვანელობას მწვანე შუქი აუნთეს და იანვარში მისი შეძენა თავისუფლად შეეძლებათ. საინტერესო ის გახლავთ, რომ დეპაის მანჩესტერული გამოცდილება უკვე აქვს, თუმცა წარუმატებელი.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ნიდერლანდელი „მანჩესტერს“ 2015 წელს შეუერთდა და 2017 წლამდე „წითელი ეშმაკები იყო“. ამ პერიოდის განმავლობაში მემფისმა „იუნაიტედის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 53-ჯერ მოირგო, 7 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოჩეტინო: “მბაპე მოუმწიფებელია, კომფორტის ზონა უნდა დატოვოს“
პოჩეტინო: “მბაპე მოუმწიფებელია, კომფორტის ზონა უნდა დატოვოს“