კარიმ ბენზემა
Aa
Aa

ვარჯიში დატოვა - ბენზემა ისევ ტრავმირებულია

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე საათები რჩება. საფრანგეთის ნაკრების ბანაკიდან კი არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება. კარიმ ბენზემამ ტკივილების გამო ვარჯიშის დასრულება ვერ შეძლო.

34 წლის თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში მუხლის და ბარძაყის დაზიანება აქვს და ამის გამო საკმაოდ ბევრი მატჩი გამოტოვა, რაც საბოლოოდ „რეალის“ შედეგზეც აისახა. ახლა კი სიტუაცია კვლავ რთულად არის.

The Athletic-ის ცნობით, „მამლების“ ექიმმა კარიმი კატარში ჩასვლის პირველივე დღიდან სპეციალურ სავარჯიშო პროგრამაში მოათავსა და როგორც ჩანს, ამან შედეგი არ გამოიღო. ბენზემა განცალკევებით ვარჯიშობდა და ის ძირითად შემადგენლობას დღეს უნდა დაბრუნებოდა, მაგრამ არ მოხერხდა.

ეს ყველაფერი კი დიდიე დეშამის შეშფოთებას იწვევს. წყაროს ცნობით, ფრანგ სპეციალისტს ეშინია, რომ ბენზემას ავსტრალიის წინააღმდეგ ვერ გამოიყენებს. დეშამი დიდი ალბათობით ოლივიე ჟირუს ათამაშებს. ჯერჯერობით, უცნობია, თუ როდის შეძლებს 2022 წლის ოქროს ბურთის მფლობელი ოპტიმალურ ფორმაში ჩადგომას.

ცნობისთვის, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები მუნდიალზე პირველ მატჩს 22 ნოემბერს ავსტრალიის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“განსხვავებულ ორიენტაციას მხარს ვუჭერთ, ჯარიმისთვის მზად ვართ“
“განსხვავებულ ორიენტაციას მხარს ვუჭერთ, ჯარიმისთვის მზად ვართ“