კუნთზე პრობლემა აქვს - მესიმ მხოლოდ 4 წუთი ივარჯიშა
მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება და ემოციები სულ უფრო მატულობს. ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი, რა თქმა უნდა, არგენტინაა. ლეო მესის ბოლო შანსი აქვს, რომ ისტორიული შედეგი დააფიქსიროს და საკუთარ ქვეყანას ნანატრი ტიტული მოაგებინოს.
ESPN-ის ჟურნალისტი, გუსტავო იაროჩი, „პარი სენ ჟერმენის“ ვარსკვლავთან დაკავშირებით, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.
რას წერს იაროჩი?
„მესის წვივის უკან მდებარე კუნთში მცირე გადატვირთვა აქვს. ის ამ გადატვირთვას არეგულირებს, რათა საუდის არაბეთთან მატჩს ოპტიმალურ ფორმაში შეხვდეს. სწორედ ამიტომ, დღეს ის სავარჯიშო მოედანზე მხოლოდ 4 წუთით გამოჩნდა.“
Messi tiene una leve sobrecarga en los gemelos. Está regulando las cargas para llegar bien al debut de @Argentina del martes ante Arabia Saudita. Por eso se lo vio apenas cuatro minutos en el campo en el cuarto de hora que abrió las puertas la Selección #Qatar2022
— Gustavo Yarroch (@GustavoYarroch) November 19, 2022
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები ჯგუფში საუდის არაბეთთან, პოლონეთთან და მექსიკასთან ერთად მოხვდა. როგორც უკვე მოგახსენეთ, „ალბისელესტე“ პირველ ტურში საუდის არაბეთს შეხვდება. აღნიშნული დაპირისპირება 22 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 14:00-დან დაიწყება.