საქართველოს რაგბის ნაკრები, ლუკა მატკავა
Aa
Aa

RugbyPass - “საქართველომ რაგბის სამყარო შოკში ჩააგდო“

საქართველოს რაგბის ნაკრებმა სასწაული მოახდინა და უელსს სტუმრად 13:12 მოუგო. მატჩი საოცრად დაძაბული გამოდგა. „ბორჯღალოსნები“ 3:12-ს აგებდნენ და ბრწყინვალე „ქამბექი“ შემოგვთავაზეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა გამოცემა RugbyPass-მა აღნიშნული დაპირისპირება შეაფასა.

რას წერს RugbyPass?

„საქართველომ კარდიფში უელსის დამარცხებით რაგბის მსოფლიო შოკში ჩააგდო. უელსი ახლა ამ უპრეცედენტო მარცხით იტანჯება. საქართველომ Principality Stadium-ზე ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია. ლუკა მატკავას საჯარიმო დარტყმამ უელსს განუზომელი ტკივილი მიაყენა. მორგანმა ორი ლელო დადო, მაგრამ მეორე ტაიმი სევდიანი გამოდგა. საქართველო სრულად დომინირებდა.

ეს ნაკრებები ერთმანეთს მომავალ წელს, საფრანგეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვდებიან. საქართველოს კი არცერთი ფორმით არ შეეშინდება. ეს იყო ერთ-ერთი უდიდესი უბედურება რაგბის საერთაშორისო კავშირის ისტორიაში და გარდაუვალია ზეწოლა უელსის ბოსის უეინ პივაკის მიმართ. მას დიდი კრიტიკა დაატყდება თავს.

მატკავამ საქართველო ოცნების ქვეყანაში ჩააგდო. საქართველომ მხიარულად იზეიმა. მათ რაგბის ისტორიაში უდიდესი გამარჯვება მოიპოვეს. პირველად დაამარცხეს უელსი და მასპინძლები დაცლილი დატოვეს.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა საუკეთესოა“ - რობერტ სოსა სპალეტის ნაპოლიზე
„ხვიჩა საუკეთესოა“ - რობერტ სოსა სპალეტის ნაპოლიზე