უელსის მორაგბეთა ნაკრები, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, ბორჯღალოსნები
Aa
Aa

დიდებული გამარჯვება - საქართველომ უელსი კარდიფში დაამარცხა

მსოფლიო რაგბის რეიტინგში მე-7 ადგილზე მყოფი უელსის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები კარდიფში საქართველოსთან 12:13 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ამ ანგარიშით გასულ ზაფხულში უელსმა სამხრეთ აფრიკა დაამარცხა, მიმდინარე თვეში კი უელსმა „მილენიუმზე“ არგენტინას 20:13 სძლია. ასე რომ, „ბორჯღალოსნებმა“ ძალიან მაღალი დონის ნაკრები დაამარცხეს.

ვასილ ლობჟანიძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ანგარიში თედო აბჟანდაძემ გახსნა, მისი დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა - 0:3.

მე-19 წუთზე ჯეკ მორგანმა ლელო დადო, პრისტლენმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა. 23-ე წუთზე ჯეკ მორგანმა მეორე ლელო დადო, თუმცა ამჯერად პრისტლენდის გარდასახვა არაზუსტი აღმოჩნდა.

მეორე ტაიმში ლევან მაისაშვილის გუნდმა თამაშში გარდატეხა შეიტანა, 59-ე წუთზე თოდუამ ლელო დადო, ჩაჩანიძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. 77-ე წუთზე მატკავამ ჯარიმა ზუსტად დაარტყა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 12:13.

საქართველოს ნაკრებისთვის უელსთან ტესტ-მატჩი მიმდინარე წელს ბოლო შეხვედრა იყო.

ლევან მაისაშვილის გუნდმა მიმდინარე წელს ექვსი ერის ორი ნაკრები დაამარცხა, გასული ზაფხულის 10 ივლისს საქართველოს ნაკრებმა ბათუმში იტალიას 28:19 სძლია, ახლა კი უელსს სტუმრად აჯობა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩა საუკეთესოა“ - რობერტ სოსა სპალეტის ნაპოლიზე
„ხვიჩა საუკეთესოა“ - რობერტ სოსა სპალეტის ნაპოლიზე