ბერნ ნოინდორფი
Aa
Aa

“განსხვავებულ ორიენტაციას მხარს ვუჭერთ, ჯარიმისთვის მზად ვართ“

ცნობილია, რომ კატარში LGBTQ+ საზოგადოებას ბევრი პრობლემა ექმნება. მეტიც, არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანებს მატჩებზე დასწრებაც ეკრძალებათ და შესაძლოა ისინი ციხეშიც აღმოჩნდნენ.

რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა ჰუგო ლორისმა განაცხადა, რომ კატარის წესებს პატივს ცემს და ცისარტყელის ფერებში კაპიტნის სამკლავურს არ გაიკეთებს. სულ სხვა აზრზეა მანუელ ნოიერი, რომელიც LGBTQ+ საზოგადოებას სოლიდარობას უცხადებს და მათ ფერებში შექმნილ სამკლავურს გაიკეთებს.

ამასთან დაკავშირებით, გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბერნდ ნოინდორმფმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა და განაცხადა, რომ მზად არის მიიღოს ფინანსური ჯარიმა იმ შემთხვევაში, თუ განსხვავებული ორიენტაციის მქონე ადამიანებს მხარს დაუჭერენ.

რა თქვა ნოინდოფრმა?

„პირადად მე ყველანაირი ჯარიმისთვის და სანქციის ვარ მზად. ეს არ არის პოლიტიკური განცხადება. ეს არის განცხადება ადამიანის უფლებების მხარდაჭერისთვის. ჩვენ ახლა მთლიანად ფეხბურთზე ვართ კონცენტრირებული და ჩვენი პოზიცია მკაფიოა. ადამიანის უფლებების დაცვამ ხელი არ უნდა შეგვიშალოს.“

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრები ჯგუფში ესპანეთთან, იაპონიასთან და კოსტა რიკასთან ერთად მოხვდა. პირველ მატჩსი კი 23 ნოემბერს იაპონიის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ორი მნიშვნელოვანი თამაში, ბოლო და შემდეგი“ - მე იოზუა კიმიხი ვარ
“ორი მნიშვნელოვანი თამაში, ბოლო და შემდეგი“ - მე იოზუა კიმიხი ვარ