ლეონარდო ბონუჩი
Aa
Aa

“არა, წადი!“ - ბონუჩიმ გულშემატკივარი გოგონა ავტობუსიდან გააგდო

როგორც მოგეხსენებათ, იტალიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას არ იღებს. მიუხედავად ამისა, „სკუადრა აძურამ“ ამხანაგური მატჩი მაინც გამართა. რობერტო მანჩინის შეგირდები ალბანეთს დაუპირისპირდნენ და 3:1 დაამარცხეს.

აღნიშნული დაპირისპირება 16 ნოემბერს გაიმართა და დღეს სოციალურ ქსელში საკმაოდ არასასიამოვნო ვიდეო გავრცელდა.

იტალიური ავტორიტეტული გამოცემა Calciomercato ლეონარდო ბონუჩის უღირს საქციელზე წერს და ვიდეოსაც აქვეყნებს.

წყაროს ცნობით, ალბანეთთან დასრულებული მატჩის შემდეგ, იტალიელები ავტობუსში იმყოფებოდნენ, რა დროსაც იქ პატარა გულშემატკივარი გოგონა ავიდა, რომელსაც ამის უფლება რობერტო მანჩინიმ მისცა.

გოგონას ფეხბურთელებთან მისალმება და სურათების გადაღება სურდა, მაგრამ მას ეს ყველაფერი ლეონარდო ბონუჩიმ არ აცალა და ავტობუსის დატოვება მოსთხოვა.

„შენ! არა, არა! წადი“ - ასე მიმართა ვეტერანმა ფეხბურთელმა საკუთარ გულშემატკივარს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევრა: პორტუგალიას ბოროტი რონალდუ ჰყავს, ის შეეცდება დაამტკიცოს, რომ საუკეთესოა
ევრა: პორტუგალიას ბოროტი რონალდუ ჰყავს, ის შეეცდება დაამტკიცოს, რომ საუკეთესოა