გიორგი წიტაიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, ანრი მექვაბიშვილი
Aa
Aa

რამაზ სვანაძემ ეროვნული ნაკრებიდან 3 ფეხბურთელი დაიმატა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, უკრაინასთან გასამართი მატჩისთვის მზადებას ეროვნული გუნდის 3 ფეხბურთელით განაგრძობს. გიორგი გოჩოლეიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი და გიორგი წიტაიშვილი გუნდს შეუერთდნენ და დღეიდან საწვრთნელ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას.

მაროკოსთან გამართულ ახმანაგურ მატჩში, სამივე მათგანმა მიიღო მონაწილეობა - მათ შორის გიორგი გოჩოლეიშვილმა, რომელსაც ეროვნული გუნდის რიგებში დებიუტი ჰქონდა და მინდორზე 90 წუთი გაატარა.

შეგახსენებთ, რომ კალენდარულ სეზონს, რამაზ სვანაძის გუნდი ორშაბათს, 21 ნოემბერს, გორში, უკრაინის 21-წლამდე ნაკრებთან ამხანაგური მატჩით დაასრულებს.

Nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები