მანუელ ნოიერი
Aa
Aa

“ძალა, რომელსაც ეს სამკლავური ფლობს დასავლეთ ევროპის სხვა გუნდებსაც გადაეცემა“

მანუელ ნოიერი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ანტიდისკრიმინაციული (LGBTQ) კაპიტნის სამკლავურით ითამაშებს.

„ასეთი გამოცდილება ჯერ არც ერთ ჩვენგანს არ ჰქონია. მთელი ტურნირი დიდი ექსპერიმენტია, ამიტომ არ ვიცით რას უნდა ველოდოთ. ჩვენ გვაქვს გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის, ჩვენი პრეზიდენტის, პასუხისმგებელი პირების მხარდაჭერა. შესაბამისად, ჩვენ არ გვეშინია შედეგების.

ძალა, რომელსაც ეს One Love სამკლავური ფლობს დასავლეთ ევროპის სხვა გუნდებსაც გადაეცემა. ვფიქრობ, კარგია, რომ მარტო ჩვენ არ ვართ და შეგვიძლია ერთობლივი განცხადება გავაკეთოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხში მარტო არ ვართ, ამაში ბევრი ქვეყანაა ჩართული და კომუნიკაცია კარგ დონეზე იყო“,

- განაცხადა ნოიერმა.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის დაახლოებით 7 ნაკრები აპირებს, რომ მუნდიალზე One Love სამკლავურით ითამაშოს. FIFA-ს მათი დაჯარიმების უფლება აქვს. რა მოხდება ამას მალე გავიგებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ევროპელებმა ბოდიში უნდა მოიხადონ იმისთვის, რასაც 3000 წელი აკეთებდნენ“
“ევროპელებმა ბოდიში უნდა მოიხადონ იმისთვის, რასაც 3000 წელი აკეთებდნენ“