ევრა: პორტუგალიას ბოროტი რონალდუ ჰყავს, ის შეეცდება დაამტკიცოს, რომ საუკეთესოა
პატრის ევრას სჯერა, რომ კრიშტიანუ რონალდუ თავის შესაძლებლობებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც დაამტკიცებს.
„რონალდუსთვის ეს ძალიან რთული მომენტია. მას ბევრი აკრიტიკებს იმ საქციელის გამო, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. არავის დაცვას არ ვცდილობ, მაგრამ ხანდახან, როცა გტკივა, შეიძლება შეცდომები დაუშვა.
ვფიქრობ, კრიშტიანუ გამოიყენებს შანსს და კატარში აჩვენებს, რომ ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ბოლო მატჩში მას საკუთარმა გულშემატკივრებმა დაუსტვინეს, ამიტომ ეს მისთვის ძალიან მტკივნეულია. მან უკვე მოიგო რაღაცები თავის ქვეყანასთან ერთად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტურნირი მისთვის განსაკუთრებული იქნება.
მან უნდა იფიქროს გუნდზე, მათ ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ. ვფიქრობ, პორტუგალიას სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია. ახლა მათ ჰყავთ ბოროტი კრიშტიანუ რონალდუ. გაბრაზებულია გამარჯვებებზე, გოლებზე და იმის გამო, რომ მას სურს აჩვენოს, ვინ არის მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე.
იმედია ეს გუნდზე ცუდად არ იმოქმედებს. ეს შეიძლება იყოს მისი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი და ყველაფერი. დარწმუნებული ვარ, რომ ის ტურნირის დაწყებამდე ვერ ითმენს“,
- განაცხადა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა.