ნინა თიბილაშვილი
Aa
Aa

თიბილაშვილის წარმატება - ოქროს მედალი უნგრეთიდან

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების წევრმა, ნინა თიბილაშვილმა მორიგ წარმატებას მიაღწია. ქართველი პარამოფარიკავე უნგრეთის მსოფლიო თასის გათამაშების ტრიუმფატორი გახდა და ოქროს მედალი დაისაკუთრა.

თიბილაშვილმა ნახევარფინალური შეხვედრა ადგილობრივი პარასპორტსმენის, ევა ჰაიმასის წინააღმდეგ გამართა და 15:11 იმარჯვა. ფინალში იგი უკრაინელ პარამოფარიკავეს, ევგენია ბრეუსს შეხვდა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა - 15:14.

ცნობისთვის, საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები უნგრეთის მსოფლიო თასზე ასპარეზობას განაგრძობს და 19 ნოემბერს, ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი რაპირით ასპარეზობაში შეეცდებიან მედლების მოპოვებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები