ხვიჩა კვარაცხელია, საბა საზონოვი
Aa
Aa

„ყოჩაღ, დიდი პროგრესი აჩვენა“ - საზონოვი კვარაცხელიაზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა საბა საზონოვმა, რომელმაც ეროვნულ გუნდში სადებიუტო მატჩი მაროკოსთან ჩაატარა, რუსულ მედიასთან (Sport24) ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მცირე კომენტარი გააკეთა:

„ხვიჩა - ყოჩაღ, დიდი პროგრესი აჩვენა. მას ჯერ კიდევ მაშინ გადავეყარე, როცა „რუბინში“ თამაშობდა. გასულ სანაკრებო შეკრებაზე მასთან პირადი კომუნიკაცია არ მქონია და მასთან ერთად დრო არ გამიტარებია“.

ხვიჩა კვარაცხელიამ წელის ტრავმის გამო სერია ა-ს უკანასკნელი სამი ტური გამოტოვა, აღნიშნული მიზეზის გამო სანაკრებო შეკრებასა და მაროკოსთან ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

რაც შეეხება საბა საზონოვს, მოსკოვის „დინამოს“ რიგებში რუსეთის ჩემპიონატში 14 მატჩი ჩაატარა და რუსეთის თასის 3 შეხვედრაში ითამაშა. მას რუსულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

გარდა ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩისა, საზონოვმა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, მიმდინარე სეზონის სექტემბერში, ორი შეხვედრა ჩაატარა, პორტუგალიასთან და თურქეთთან იასპარეზა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მონტეზინე: „კვარაცხელია ძლიერია, ოსიმენი მამოძრავებელი ძალაა“
მონტეზინე: „კვარაცხელია ძლიერია, ოსიმენი მამოძრავებელი ძალაა“