ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

მონტეზინე: „კვარაცხელია ძლიერია, ოსიმენი მამოძრავებელი ძალაა“

ფაბიო სეზარ მონტეზინემ, რომელიც 2001-04 წლებში „ნაპოლის“ ფეხბურთელი იყო, Il Mattino-სთან ნეაპოლური კლუბის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კვარაცხელიამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, თუმცა ყველაზე მეტად ვიქტორ ოსიმენის თამაშით აფრთოვანდა.

„კვარაცხელიამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, ძლიერია, მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ვიქტორ ოსიმენმა დატოვა. ის არაორდინალურ რაღაცებს აკეთებს, არ ვფიქრობდი, რომ მას ასე კარგად თამაში და ასე ხშირად გოლების გატანა შეეძლო. ოსიმენი გუნდის მამოძრავებელი ძალაა.

„ნაპოლიში“ მაშინ ვთამაშობდი, როცა გუნდი სერია ბ-ში გამოდიოდა. „სან პაოლოს“ სტადიონი ყოველთვის სავსე იყო, ხალხი სტადიონზე მაშინაც დადიოდა, როცა გუნდი სკუდეტოსთვის ბრძოლაში ჩართული არ იყო.

„ნაპოლიში“ გატარებული წლები ყოველთვის ჩემს გულში იქნება, გაკოტრების შემდეგ გუნდში ახალი ერა დაიწყო, გუნდის ამჟამინდელი შედეგები შთამბეჭდავია“.

ნეაპოლური გაზეთი, Corriere del Mezzogiorno ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო შექმნილ ვითარებაზე წერს. ქართველ ფეხბურთელს სხვადასხვა კლუბს უკავშირებენ, „პარტენოპეის“ კი მისი გასხვისება არ სურს და მისთვის გაუმჯობესებული ხელშეკრულება მზად აქვს.

„მხარეებს შორის ახალ კონტრაქტზე პრინციპული შეთანხმება უკვე არსებობს. ნაპოლის სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი მუშაობს, რათა, როგორც ხვიჩა, ისე კიმი გუნდში დარჩნენ და ისინი ნაპოლის განძად მიიჩნევიან.

კვარაცხელიას სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადეს და დამკვირვებელთა აზრით, ახლა იგი 10-ჯერ მეტი ღირს. სწორედ ამიტომ, 2023 წელს, ნაპოლი მასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რათა სირენები თავიდან აირიდოს. ამ მომენტისთვის, საუბარი მიდის სოლიდურ ბონუსზე, რომელსაც კვარაცხელია სეზონის ბოლოს მიიღებს, ხელფასის ცვლილებაზე და ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე“, - წერს Corriere del Mezzogiorno.

შეგახსენებთ, რომ ახლა „ნაპოლი“ მუნდიალის პაუზაზეა გასული და სერია A-ში მომდევნო შეხვედრას 2023 წლის 4 იანვარს, სტუმრად „ინტერთან“ გამართავს. თუმცა, მანამდე ლუჩიანო სპალეტის გუნდი სეზონის განახლებისთვის თურქეთში მოემზადება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: უმაღლესი დონის თამაშის ჩასატარებლად ფეხბურთელები მზად არ იყვნენ
სანიოლი: უმაღლესი დონის თამაშის ჩასატარებლად ფეხბურთელები მზად არ იყვნენ