სანდრო კობახიძე, რუსლან როტანი
Aa
Aa

კობახიძე: „ვერ წარმოიდგენთ, ქართველები როგორ გიჭერთ მხარს“

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ამხანაგურ მატჩში უკრაინის 21-წლამდე ნაკრებს უმასპინძლებს. უკრაინელთა ვარჯიშს სანდრო კობახიძე დაესწრო, რომელმაც ფეხბურთელობისას 12 წელი უკრაინულ კლუბებში გაატარა.

უკრაინული Football 24 სანდრო კობახიძის კომენტარს ავრცელებს:

„მოხარული ვარ, რომ უკრაინის ახალგაზრდული ნაკრები საქართველოში ითამაშებს. მხარს ვუჭერ უკრაინას. ძალიან მიყვარს ჩვენი მეგობარი, მოძმე ქვეყანა უკრაინა. მოხარული ვარ, რომ ჩემს ძველ მეგობრებს შევხვდები, განსაკუთრებით რუსლან როტანს. ძალიან მაინტერესებს, როგორ წვრთნის ნაკრებს, უკრაინაში ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მოთამაშე.

უკრაინაში 12 წელი ვიცხოვრე, ჩემი მეორე სამშობლოა. მინდა ვთქვა, რომ მთელი საქართველო განიცდის, რაც უკრაინაში ხდება. მივმართავ უკრაინას ხელს: ვერ წარმოიდგენთ, თუ როგორ გიჭერთ ქართველი ხალხი მხარს. იმედი მაქვს, მალე მშვიდობა დაისადგურებს ჩვენს გულებში, ოჯახებსა და სახლებში, უკრაინა გაბრწყინდება, უკრაინელები კი ღიმილს დაიბრუნებენ“.

შეგახსენებთ, საქართველო-უკრაინის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩი 21 ნოემბერს, 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რუსლან როტანია, რომელიც  „დნიპროში“ სანდრო კობახიძის თანაგუნდელი იყო.

ფოტო: Nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი - ვუნდერკინდი, რომელსაც შეუძლია, ხვიჩას ნაბიჯებს გაუყვეს
ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი - ვუნდერკინდი, რომელსაც შეუძლია, ხვიჩას ნაბიჯებს გაუყვეს