ძამბროტა: იმედი მაქვს მუნდიალს არგენტინა მოიგებს და თასს მესი აღმართავს
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონი ჯანლუკა ძამბროტა მუნდიალზე იტალიის ნაკრების არყოფნის შემდეგ არგენტინას ქომაგობს.
ძამბროტა ამბობს, რომ მას მესის ჩემპიონობა გაახარებს.
- ტურნირის ფავორიტად ვის მიიჩნევთ?
„ვინც უკვე ყველამ იცის: ბრაზილია, საფრანგეთი, არგენტინა, გერმანია... მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს მესის მსოფლიო ჩემპიონატი იქნება“.
- ლეოს გამო არგენტინას უქომაგებთ?
„დიახ. გამიმართლა, რომ მასთან ერთად ვითამაშე. მესი დიდებული თანაგუნდელია.
სიამოვნებით ვიხილავდი, როგორ აღმართავს ის თასს, რომელიც მას აკლია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი თასი, რომელიც მესისთვის იქნება ჯილდო იმ ყველაფრისთვის, რაც მან ფეხბურთს მისცა.
მესი არის გენიოსი, ისევე როგორც მარადონა. ასეთი ფეხბურთელები 30 წელიწადში ერთხელ იბადებიან“,
- განაცხადა ძამბროტამ.
ტოტი - მუნდიალი იტალიის გარეშე, რომი კოლიზეუმის გარეშე
ფრანჩესკო ტოტის იმედგაცრუებულია, რომ იტალია მსოფლიო ჩემპიონატზე არ იქნება.
„მსოფლიო ჩემპიონატი იტალიის გარეშე არის რომი კოლიზეუმის გარეშე. ჩვენთვის იტალიელებისთვის ეს უჩვეულოა. ეს ცუდია, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება და ამის სწორად მიღება საჭიროა.
ეს იქნება განსხვავებული მსოფლიო ჩემპიონატი, მაგრამ ის რჩება მნიშვნელოვან ტურნირად, დიდი გუნდებით“.
- ვინ იბრძოლებს გამარჯვებისთვის?
„საფრანგეთი, ბრაზილია, არგენტინა, გერმანია და ესპანეთი. ერთი ფავორიტი არ არის. მუნდიალზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.
- განაცხადა ტოტიმ.