რონალდუ: მე და მესი ფინალში? ეს თუ მოხდა კარიერას მაშინვე დავასრულებ
კრიშტიანუ რონალდუმ ლეო მესისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა.
- რაც შეეხება ამ იდეას: 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს პორტუგალია და არგენტინა ხვდებიან. შენ ორს გაიტან, მესი 2-ს, 94-ე წუთზე კი მესამეც გაიტანე და ტურნირი მოიგე. გაქვს ასეთი ოცნება?
„ეს ზედმეტად კარგია თუნდაც სიზმრისთვის. სხვა ფეხბურთელმაც რომ გაიტანოს არა უშავს, მეკარემაც კი - მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ვიქნები.
მაგრამ თუ მოხდება ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, მაშინვე დავასრულებ კარიერას. ამას ასი პროცენტით ვამბობ“,
- ამბობს რონალდუ.
37 წლის პორტუგალიელმა ასევე მზადყოფნა გამოთქვა მესისთან ერთად სადილთან დაკავშირებით, რომელზეც მან რამდენიმე წლის წინაც ისაუბრა:
„მესიზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. ის ყველაფერს აკეთებს ფეხბურთისთვის“.
- არის ის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც ოდესმე გინახავს შენს გარდა?
„მგონი, კი. ის, ზიდანი... მათგან, ვის წინააღმდეგაც ვითამაშე, ვისთანაც ვიბრძოდი, დიახ ასეა“.
- ოდესმე ერთად გისადილიათ?
„არასოდეს“.
- ხომ არ გნებავთ ეს?
„რატომაც არა? მიყვარს ადამიანებთან შეხვედრა, იდეების გაზიარება, რაღაცების სწავლა. ამას სიამოვნებით გავაკეთებდი. რატომაც არა?“
- თქვა რონალდუმ.