გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ახალი კონტრაქტი - მიქაუტაძე მეცში 2026 წლამდე დარჩება

22 წლის ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე ფრანგული „მეცის“ ღირსებას კიდევ 4 წლით დაიცავს.

„მეცის“ ოფიციალური გვერდის ცნობით, მიქაუტაძემ კლუბთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა და ის საფრანგეთში 2026 წლამდე დარჩება.

მიქაუტაძემ საკლუბო მატჩების გამო მაროკოსთან (0:3) ამხანაგური მატჩი გამოტოვა.

ისე კი შეგახსენებთ, რომ 22 წლის ფორვარდმა საფრანგეთის ლიგა 2-ში 7-მატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა. მე-15 ტურში „პარიზი“ შინ „მეცთან“ 1:4 დამარცხდა. ანგარიში მე-11 წუთზე გიორგი მიქაუტაძემ პენალტის ნიშნულიდან გახსნა. 23-ე წუთზე ქართველმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა, ამჯერადაც თერთმეტმეტრიანი გამოიყენა ზუსტად.

82-ე წუთზე მიქაუტაძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა. 84-ე წუთზე 22 წლის თავდამსხმელმა მინდორი დატოვა.

მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ის 14 შეხვედრაში მიქაუტაძემ 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალაძე ხვიჩაზე: „მილანს მისი შეძენა ვურჩიე, შეუძლია, მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდეს“
კალაძე ხვიჩაზე: „მილანს მისი შეძენა ვურჩიე, შეუძლია, მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდეს“