„მუნდიალზე ბევრად მაღალი დონე გველოდება“ - რა თქვა მაროკოელთა თავკაცმა მატჩის შემდეგ
Aa
Aa

„მუნდიალზე ბევრად მაღალი დონე გველოდება“ - რა თქვა მაროკოელთა თავკაცმა მატჩის შემდეგ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა გამართა და მაროკოსთან 0:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, „ატლასის ლომების“ მთავარმა მწვრთნელმა, ვალიდ რეგრაგუიმ მოკლე კომენტარი გააკეთა და „ჯვაროსნებთან“ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„სიმართლე გითხრათ, ბედნიერი ვარ, საქართველოსთან მატჩში ტრავმები თავიდან რომ ავირიდეთ. მეშინოდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე ფეხბურთელები დაზიანებებს მიიღებდნენ. განსაკუთრებით, ჰაკიმ ზიეჩის ტრავმის გამო გვეშინოდა, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, თამაში რთულ პირობებში მოგვიწია, მნიშვნელოვანი ისაა, რომ გამარჯვებას მივაღწიეთ. ამხანაგური მატჩები წარსულში რჩება და დონე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე გველოდება, ბევრად მაღალი იქნება, ვიდრე ეს იყო, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ“.

შეგახსენებთ, რომ პირველი ტაიმი „ჯვაროსნებმა“ 0:2 წააგეს. პირველი გოლი მე-5 წუთზე ჰაკიმ ზიეჩის ჩაწოდების შემდეგ გავიდა. მამარდაშვილმა თავური დარტყმის შემდეგ საოცარი რეაქცია გამოავლინა და ბურთი მოიგერია, თუმცა ენ ნესირის დამატებულს ვერაფერი მოუხერხა. მეორე გოლის ავტორი თავად ზიეჩი გახდა. 29-ე წუთზე მოედნის ცენტრში კაშიამ არაზუსტი პასი გააკეთა, მის შეცდომას ზიეჩის უმაღლეს დონეზე შესრულებული დარტყმა და გოლი მოჰყვა. მამარდაშვილი კარიდან ოდნავ გამოსული იყო, თუმცა ასეთ მომენტებში მეკარე როგორც წესი კარის ხაზზე არ დგას ხოლმე.

ცნობისთვის, გურამ კაშიამ ეროვნული ნაკრების მაისურით 101-ე მატჩი ჩაატარა და ამ მხრივ რეკორდსმენი გახდა. ვილი სანილის გუნდმა კი 11-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ინტელექტი, რეფლექსები და სისუსტეები“ - ესპანურ პრესაში მამარდაშვილი შეაქეს
„ინტელექტი, რეფლექსები და სისუსტეები“ - ესპანურ პრესაში მამარდაშვილი შეაქეს