ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

პრემიერ ლიგის კლუბმა პირველი ნაბიჯი გადადგა - ნაპოლი ხვიჩას გაშვებას არ აპირებს

რუდი გალეტი ცნობილი იტალიელი ჟურნალისტია, რომელიც Calciomercato-სა და Sportitalia-სთვის მუშაობს. რამდენიმე წუთის წინ, გალეტიმ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა და დაწერა, რომ პრემიერ ლიგის ერთ-ერთი კლუბი ხვიჩა კვარაცხელიათი სერიოზულადაა დაინტერესებული.

„ხვიჩა კვარაცხელიასთვის ინგლისური სირენები გაჟღერდა. სერია A-ს 12 შეხვედრაში გაფორმებულმა 6-მა გოლმა და 7-მა ასისტმა პრემიერ ლიგის ერთ-ერთი წამყვანი კლუბის ყურადღება მიიქცია და მან კონკრეტული ნაბიჯიც გადადგა.

ჩვენი ინფორმაციით, ინგლისურმა კლუბმა ნიადაგი მოსინჯა და გარემარბის გადასაყვანად არაოფიციალური მცდელობა ჰქონდა, მაგრამ ნაპოლისგან მშრალი უარი მიიღო. პარტენოპეის სურს, თავისი ტალანტი მინიმუმ კონტრაქტთან დაკავშირებით გასამართ მოლაპარაკებებამდე შეინარჩუნოს, რომლის სავარაუდო მიზანიც ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხის ჩამატება იქნება“, - წერს გალეტი.

შეგახსენებთ, რომ ახლა „ნაპოლი“ მუნდიალის პაუზაზეა გასული და სერია A-ში მომდევნო შეხვედრას 2023 წლის 4 იანვარს, სტუმრად „ინტერთან“ გამართავს. თუმცა, მანამდე ლუჩიანო სპალეტის გუნდი სეზონის განახლებისთვის თურქეთში მოემზადება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალაძე ხვიჩაზე: „მილანს მისი შეძენა ვურჩიე, შეუძლია, მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდეს“
კალაძე ხვიჩაზე: „მილანს მისი შეძენა ვურჩიე, შეუძლია, მსოფლიო დონის ვარსკვლავი გახდეს“