ახალი კლუბი ცნობილია - სანაძე კვიპროსის ჩემპიონატში ითამაშებს
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრი, დუდა სანაძე კარიერას კვიპროსის ჩემპიონატის გუნდ „ანორთოსისში“ გააგრძელებს. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურ Facebook-გვერდზე დაადასტურა.
გავრცელებულ ინფორმაციაში 30 წლის კალათბურთელი ახალ გუნდში 7-ნომრიან მაისურს მოირგებს და კლუბში ვესონს ჩაანაცვლებს, რომელმაც „ანორთოსისი“ ცოტა ხნის წინ დატოვა.
შეგახსენებთ, რომ დუდა სანაძე ბოლოს სერბული „ბორაცის“ ღირსებას იცავდა და გუნდში მიმდინარე წლის მაისში დატოვა გაატარა.