რამაზ სვანაძე, ნიკა ხორხელი
Aa
Aa

რამაზ სვანაძე : “საერთო მიზანი ევროპის ჩემპიონატზე ღირსეული გამოსვლაა“

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა გორში ისრაელს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. რამაზ სვანაძის გუნდს პირველ ტაიმში დაწინაურების კარგი შანსი მიეცა. გიორგი გულიაშვილმა პენალტი არაზუსტად შეასრულა და ბურთი ძელს მოხვდა.

პირველ ნახევარში ქართველ ფეხბურთელებს მცირე უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა ანგარიშში ასახვა ვერ შეძლეს. ჩვენი ნაკრებიდან გოლი ნიკა ხორხელმა გაიტანა,რომელმაც მეტოქის მეკარის შეცდომა გამოიყენა.

მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანიძემ კომენტარი გააკეთა :

ნოემბრის თვეში ახალგაზრდული ნაკრები მეორე ამხანაგურ მატჩსაც გამართავს. 21 ნოემბერს რამაზ სვანაძის შეგირდები უკრაინის ნაკრებს შეხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი 2023 წლის ზაფხულში საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. ახალგაზრდა ფეხბურთელები ურთულეს ჯგუფში მოხვდნენ და შინ გამართულ კონტინენტის პირველობაზე პორტუგალიელ , ნიდერლანდელ და ბელგიელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საბა საზონოვი : “ბედნიერი ვარ და იმედებს გავამართლებ“
საბა საზონოვი : “ბედნიერი ვარ და იმედებს გავამართლებ“