ვილი სანიოლი, გურამ კაშია, საქართველოს ეროვნული ნაკრები, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

ნაკრების მატჩისწინა ვარჯიში - სანიოლის, კაშიას და გოჩოლეიშვილის კომენტარები

საქართველოს ეროვნული ნაკრები მაროკოსთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის მზადებას აგრძელებს. დღეს, „ჯვაროსნებმა“ მორიგი ვარჯიში გამართეს. CrystalSport ვარჯიშის ამსახველ კადრებს, ვილი სანიოლის, გურამ კაშიას და გიორგი გოჩოლეიშვილს კომენტარს გთავაზობთ.

ვარჯიში

სანიოლი

„გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ საქმეში ისეთი ფეხბურთელები ვიხილოთ, რომლებიც ადრე არ გვინახავს. მაგალითად გოჩოლეიშვილი, საზონოვი.. კარგია, როდესაც ნაკრებში ახალი სახეები და ახალი სისხლი გაქვს. ვფიქრობ, ეროვნული ნაკრების ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. არ აქვს მნიშვნელობა ამხანაგურია, თუ არა.

ჩემი გუნდისგან ხვალ ბევრს ველოდები. ასევე ველოდები იგივე დისციპლინას, როგორიც გასულ წელს გვქონდა. სასიამოვნო იქნება, თუ კარგი მატჩი გვექნება. ეს სეზონის ბოლო შეხვედრა იქნება. წინ საკვალიფიკაციო ეტაპია.“

კაშია

გოჩოლეიშვილი

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო საქართველოს ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება. კითხვის ნიშნის ქვეშ იყო გიორგი ჩაკვეტაძის თამაში, რომელმაც სლოვაკეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ტრავმა მიიღო. სამწუხაროდ, დღეს დადასტურდა, რომ "ჩაკვე" მაროკოსთან მატჩს გამოტოვებს.

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი“, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), ჯემალ ტაბიძე ("დინამო", თბილისი), საბა საზონოვი ("დინამო", მოსკოვი, რუსეთი)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ლევან შენგელია („პანეთოლიკოსი“, აგრინიო, საბერძნეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), სანდრო ალთუნაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო), ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, გრაცი, ავსტრია), გიორგი გოჩოლეიშვილი („საბურთალო“, თბილისი, საქართველო), დავით ვოლკოვი („საბაჰი“, ბაქო, აზერბაიჯანი), გიორგი ბერიძე („ანკარაგუჯუ“, ანკარა, თურქეთი), გიორგი ქვილითაია („აპოელი“, ნიქოზია, კვიპროსი)

ცნობისთვის, მაროკოსა და საქართველოს ნაკრების დაპირისპირება 17 ნოემბერს გაიმართება და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Corriere dello Sport: “არსაიდან აღმოჩენილი ფენომენი“
Corriere dello Sport: “არსაიდან აღმოჩენილი ფენომენი“