ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Corriere dello Sport: “არსაიდან აღმოჩენილი ფენომენი“

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს. რა თქმა უნდა, „პარტენოპეის“ ხელმძღვანელობას მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება და უკეთესი პირობების შექმნა სურს. ამ საკითხთან დაკავშირებით, Corriere dello Sport წერს.

Corriere dello Sport:

„ნაპოლი კვარაცხელიას ტრანსფერს ბლოკავს. ქართველი ფეხბურთელის ფასი ზაფხულის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ ვინმეს მისი შეძენა ენდომება აურელიო დე ლაურენტისთან საუბარი მინიმუმ 100 მილიონი ევროთი უნდა დაიწყოს. ეს კლუბის სალაროსთვის საოცრად დიდი კაპიტალის გარანტი იქნება. ჯუნტოლისა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით დაპირება მართლაც არსებობს.

ამ მომენტისთვის ქართველი ფეხბურთელი 1.4 მილიონ ევროს იღებს. ჯუნტოლი აპირებს, რომ მას ხელფასი მნიშვნელოვნად გაუზარდოს და ის საბოლოოდ დაბლოკოს ტრანსფერისგან. სრულიად „ნაპოლი“ ეცდება, რომ არსაიდან აღმოჩენილი ფენომენი შეინარჩუნოს.“

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში „ლივერპულთან“ მატჩის დროს ტრავმა მიიღო და ამის გამო სერია ა-ს ბოლო სამი მატჩი გამოტოვა. მიუხედავად ამისა, „ნაპოლიმ“ სამივე შეხვედრა მოიგო და იტალიის ჩემპიონატს 41 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს.

ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ლუჩიანო სპალეტის გუნდი სერია ა-ში სტუმრად „ინტერს“ დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 2023 წლის 4 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ არჩევანში დარწმუნებულია“ - რუსული კლუბის პოზიცია საზონოვზე
„ამ არჩევანში დარწმუნებულია“ - რუსული კლუბის პოზიცია საზონოვზე