კატარი 2022
Aa
Aa

პირველი ინციდენტი კატარში - პოლიცია ჟურნალისტს კამერის დამტვრევით დაემუქრა

მსოფლიო ჩემპიონატი ახლოვდება. კატარში, რომ უცნაური წესები მოქმედებს ეს ახალი არავისთვის არის. მიუხედავად ამისა, არცერთ ოფიციალურ განცხადებაში არ დაწერილა, რომ ჟურნალისტებს და ტელევიზიებს ღია სივრცეში რაიმე შეზღუდვა ექნებოდათ.

გუშინ ღამე, ერთ-ერთ დანიურ ტელევიზიას კატარიდან LIVE ჰქონდა ჩართული და ჟურნალისტი მიმდინარე მოვლენებზე საუბრობდა. ამ დროს, მასთან სამართალდამცავები მივიდნენ და რეპორტაჟის გათიშვა მოსთხოვეს.

ჟურნალისტმა მათ აუხსნა, რომ აკრედიტაცია და ღია სივრცეში გადაღების უფლება ჰქონდა. საპასუხოდ კი სამართალდამცავები მას კამერის დამტვრევით დაემუქრნენ.

აღნიშნულმა მუქარამ ჟურნალისტი გააღიზიანა და უთხრა: „ამის გაკეთება გინდა? თავისუფლად შეგიძლია, მიდი დაამტვრიე“ - რა თქმა უნდა, ეს ნათქვამი ცინიკური იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სათამაშო მაისურები დარჩათ - განის ნაკრები კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
სათამაშო მაისურები დარჩათ - განის ნაკრები კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა