ვარსკვლავები, რომლებიც მუნდიალს გამოტოვებენ - Gazzetta-ს რჩეულებში კვარაცაა
La Gazzetta dello Sport-მა იმ ფეხბურთელების სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა, რომელიც კატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის კი საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ვარკსვლავი, ხვიჩა კვარაცხელიაც გხვდება.
როგორია სიმბოლური:
მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (იტალია).
მცველები: ენდრიუ რობერტსონი (შოტლანდია), დავიდ ალაბა (ავსტრია), მილან შკინიარი (სლოვაკეთი), ხუან კუადრადო (კოლუმბია).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკოლო ბარელა (იტალია), მარკო ვერატი (იტალია), მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე), ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო), ვიქტორ ოსიმენი (ნიგერია), ერლინგ ჰალანდი (ნორვეგია).
სათადარიგო: იან ობლაკი (სლოვენია), ფრენკ კესი (კოტ’დიუვარი), რიად მაჰრეზი (ალჟირი), დეიან კულუსევსკი (შვედეთი), ლუის დიაზი (კოლუმბია), რუსლან მალინოვსკი (უკრაინა), მიხაილო მუდრიკი (უკრაინა), დომინიკ სობოსლაი (უნგრეთი), ალექსანდერ ისაკი (შვედეთი), მარტინ ოდეგორი (ნორვეგია), პატრიკ შიკი (ჩეხეთი), ფედერიკო კიეზა (იტალია).
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ კატარში მსოფლიო ჩემპიონატი 20 ნოემბრიდან, 18 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.