ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ზე მარია
Aa
Aa

ზე მარია: “ხვიჩას სერია ა-ზე ისეთი გავლენა აქვს, როგორიც კაკას ჰქონდა“

ხვიჩა კვარაცხელიას სახელი მსოფლიო ფეხბურთში კაშკაშებს. რა თქმა უნდა, ყველაზე ბევრს მასზე იტალიაში საუბრობენ. მაგალითად გუშინ, ქართველი ფეხბურთელი კრისტიან ძაკარდომ და გოხან ინლერმა შეაქეს. დღეს კი „კვარაზე“ ბრაზილიის ნაკრებისა და „ინტერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ზე მარიამ ისაუბრა.

რა თქვა ზე მარიამ?

„აქვს თუ არა კვარაცხელიას სერია ა-ზე ისეთი გავლენა, როგორიც კაკას „მილანში“ თამაშის დროს ჰქონდა? თუ სათანადო პროპორციებს გავითვალისწინებთ მაშინ გეტყვით, რომ დიახ! ჩვენ აუცილებლად უნდა მივცეთ მას დრო, რათა თავისი მაქსიმუმი გამოავლინოს. ხვიჩა შესანიშნავი ფეხბურთელია და ბრავო „ნაპოლის“, რომ მისი შეძენა მოახერხა.

კვარაცხელიას ჰყავს თანაგუნდელები, რომლებმაც გასულ სეზონში ბევრი რამ დაამტკიცეს. გასაკვირი არ არის, რომ მასაც იგივე სურს და ამას ჩინებულად აკეთებს! თუ სპალეტის რჩევებს დაუჯერებს მას შეუძლია დიდი ფეხბურთელი გახდეს.“

შეგახსენებთ, რომ 21 წლის ქართველმა ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში „ლივერპულთან“ მატჩის დროს ტრავმა მიიღო და ამის გამო სერია ა-ს ბოლო სამი მატჩი გამოტოვა. მიუხედავად ამისა, „ნაპოლიმ“ სამივე შეხვედრა მოიგო და იტალიის ჩემპიონატს 41 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს.

ცნობისთვის, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ლუჩიანო სპალეტის გუნდი სერია ა-ში სტუმრად „ინტერს“ დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 2023 წლის 4 იანვრით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლორისი: “LGBTQ+ კაპიტნის სამკლავურს არ გავიკეთებ“
ლორისი: “LGBTQ+ კაპიტნის სამკლავურს არ გავიკეთებ“